ავტორიზაცია

VIDEO: ჯერ გაცუდებული პენალტი, შემდეგ არჩათვლილი გოლი - ნაპოლიმ უმძიმესი მატჩი მოიგო და 100%-ანი შედეგი შეინარჩუნა

თარიღი 17 ოქტ 2021, 22:01

სერია ა-ს მე-8 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „ტორინო“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

პირველი ტაიმის 27-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს თავისი გუნდის დაწინაურება შეეძლო, თუმცა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

57-ე წუთზე დი ლორენცომ „ნაპოლი“ წინ გაიყვანა, თუმცა ვიდეორეფერიმ ეპიზოდში თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

გამარჯვება კი ნეაპოლიტანელებმა 81-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმჰენის გოლით მოიპოვეს.

„ნაპოლიმ“ 8 ჩატარებულ მატჩში 8 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან „მილანს“ 2 ქულით უსწრებს, „ტორინო“ კი 8 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

მიმოხილვა იტვირთება.