ავტორიზაცია

VIDEO: მოიზე კინის გოლმა იუვენტუსს რომასთან მატჩში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოუტანა!

თარიღი 18 ოქტ 2021, 00:43

სერია ა-ს მე-8 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „რომა“ დაამარცხა.

შეხვედრა ტურინში, „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მე-16 წუთზე მოიზე კინმა მატჩის ერთადერთი გოლი ბენტანკურის პასით გაიტანა. 44-ზე „რომამ“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა ვერეტუმ თერთმეტმეტრიანი გოლად ვერ აქცია, რაც რომაელებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და 14 ქულით ცხრილში მე-7 პოზიციამდე ავიდა, „რომა“ კი 15 ქულით მე-4 ადგილზე რჩება.