ავტორიზაცია

VIDEO: ანსუს და კოუტინიოს გოლები, მემფისის პენალტი - ბარსელონამ კამპ ნოუზე ვალენსია დამაჯერებლად დაამარცხა

თარიღი 18 ოქტ 2021, 00:53

ლა ლიგის მე-9 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „ვალენსია“ დაამარცხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში „ღამურებმა“ უკვე მე-5 წუთზე ხოსე გაიას გოლით გახსნეს, თუმცა 13-ზე ანსუ ფატიმ საჯარიმოს გარედან გაისროლა და ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

41-ე წუთზე მემფისმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „ბარსა“ უკვე წინ გაიყვანა.

მატჩში საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ დააფიქსირა, რომელსაც გოლი სერჟინიო დესტმა გაატანინა.

„ბარსელონას“ გადადებული მატჩის გამო 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 15 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, „ვალენსია“ კი ზედიზედ 5 მატჩია ვერ იგებს და ერთ დროს ლიდერობიდან მე-9 პოზიციამდე დაეშვა 12 მოპოვებული ქულით.