ავტორიზაცია

ბარსელონა კიკე სეტიენის ფავორიტ ფეხბურთელს მიუბრუნდა

ბარსელონა კიკე სეტიენის ფავორიტ ფეხბურთელს მიუბრუნდა
თარიღი 18 ოქტ 2021, 11:36

ნიკოლა სკირას ტვიტერის ცნობით, "ბარსელონა" დაინტერესებულია "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველით, ფაბიან რუისით.

"ლურჯები" არ არიან ესპანელი ჰავბეკის გაშვების წინააღმდეგები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე 50 მილიონს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს "აძურის" შუახაზელის სახელს უკავშირებდნენ ადრეც, როდესაც გუნდს კიკე სეტიენი წვრთნიდა.

ესპანელი თავკაცი "პარტენოპელთა" რვიანს იცნობდა "რეალ ბეტისში" მუშაობის შემდეგ და ევროპული პრესა ვარაუდობდა, რომ "ბლაუგრანაში" დარჩენის შემთხვევაში, ის თავის შეგირდს აუცილებლად გადმოიყვანდა.

პირენეელი ნახევარმცველი "სტადიო სან პაოლოზე" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 128 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.