ავტორიზაცია

რონალდუს წასვლის შემდეგ, ვინ არის იუვენტუსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ახლა?

რონალდუს წასვლის შემდეგ, ვინ არის იუვენტუსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ახლა?
თარიღი 18 ოქტ 2021, 13:36

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 27 წლის არგენტინელი წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების ჩათვლით.

"ბებერ ქალბატონში" დიბალაზე მაღალანაზღაურებადი მხოლოდ მცველი, მატეის დე ლიგტი იქნება, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ კლუბი ყველაზე მეტს უხდის - წლიურად 12 მილიონს.

"სამპდორიასთან" შეხვედრის წინ, პაულოს აგენტი, ხორხე ანტუნი "იუვეს" ხელმძღვანელობას შეხვდა დეტალების შესათანხმებლად. მიმდინარე სეზონში დიბალამ, რომელიც "ბიანკონერიში" 2015 წლიდან ირიცხება, სერია ა-ს 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ორი ასისტი მიითვალა.