ავტორიზაცია

"მეტი ყურადღება მინდა, მაგრამ ხალხს ბუნდესლიგის ყურებას ვერ დავაძალებ", - პავარი

"მეტი ყურადღება მინდა, მაგრამ ხალხს ბუნდესლიგის ყურებას ვერ დავაძალებ", - პავარი
თარიღი 18 ოქტ 2021, 16:24

„ბაიერნის“ მცველმა, ბენჟამენ პავარმა, საფრანგეთის ნაკრების ქომაგების მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე დაიწუწუნა.

„როგორც ფრანგს, სამშობლოში უფრო მეტი წარმატების მიღწევა სურს, რომ იქ ხალხი უფრო ყურადღებით აკვირდებოდეს ჩემს თამაშს. თუმცა, არ შემიძლია ამის გამო ხალხს ბუნდესლიგის ყურება დავაძალო.

მიუხედავად ამისა, საკმარისია ისეთი ხალხიც, ვინც რეგულარულად უყურებს ჩემ თამაშს და შესანიშნავად იციან ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.

საფრანგეთი ახალგაზრდა ასაკში დავტოვე, ისე რომ ლიგა 1-ში საკმარისი მატჩი ვერ ჩავატარე. ფრანგმა გულშემატკივრებმა ჩემზე პრაქტიკულად არაფერი იციან. ხოლო თუ იციან, მხოლოდ რუსეთში გატანილი გოლის გამო. ამის შემდეგ, რაღაც ყურადღება მაინც დავიმსახურე.“ - ციტირებს პავარის სიტყვებს Sport1.de.