ავტორიზაცია

"მადლობა იმის გამო, რაც გააკეთე", - ნიუკასლის შემტევმა ტოტენჰემის მცველს მიმართა

"მადლობა იმის გამო, რაც გააკეთე", - ნიუკასლის შემტევმა ტოტენჰემის მცველს მიმართა
თარიღი 18 ოქტ 2021, 16:28

„ნიუკასლის“ ნახევარმცველმა, ალან სენტ-მაქსიმენმა, სერხიო რეგილონის საქციელი სათანადოდ შეაფასა.

„ტოტენჰემთან“ მატჩის მსვლელობისას, ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა. ესპანელმა მცველმა არბიტრის ყურადღება გაამახვილა ამ ინციდენტზე, რისი დამსახურებითაც საქმეში ორივე გუნდის ექიმი დროულად ჩაერთო და საბედნიეროდ, გულშემატკივრის გადარჩენა მოხერხდა.

მატჩის შემდეგ, რეგილონმა სოციალურ ქსელში დაპოსტა: „ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. მალე გამოჯანმრთელდი!“.

ამ პოსტის ქვეშ, კომენტარი დატოვა „ნიუკასლის“ შემტევმა, სენტ-მაქსიმენმა: „გუშინ მეტოქეები ვიყავით, მაგრამ პირველ რიგში - ადამიანები. მადლობა იმის გამო რაც გააკეთე, ძმაო.“