ავტორიზაცია

კიმიხი: "არ მიკვირს, რომ ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის ვერ მოვხვდი"

კიმიხი: "არ მიკვირს, რომ ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის ვერ მოვხვდი"
თარიღი 18 ოქტ 2021, 16:38

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა, იმ ფაქტზე ილაპარაკა, რომ ის ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა.

„ეს სია არ მინახავს, მაგრამ საერთოდ არ მიკვირს, რომ მე ვერ მოვხვდი. არც ისეთი დიადი ინდივიდუალური ფეხბურთელი ვარ.

ჩემთვის მნისვნელოვანია, რომ გუნდი იმარჯვებდეს. რეალურად მე მხოლოდ მაშინ ვიხსნები, როცა „ბაიერნი“ იგებს. თითოეული ჩვენგანი გუნდზეა დამოკიდებული.

უნდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი სავსებით მაკმაყოფილებს და ამ სიაში მოხვედრაზე არც ვფიქრობ.“ - ციტირებს კიმიხის სიტყვებს Sport1.de.

ოქროს ბურთს ყოველწლიურად ფრანგული გამოცემა „ფრანც ფუტბოლი“ აჯილდოვებს. წელს, ამ პრიზის დაჯილდოვება 29 ნოემბერზეა ჩანიშნული.