ავტორიზაცია

"ახლა მისი გაკრიტიკება არ შეიძლება", - გარი ნევილმა ჯეიდონ სანჩოს ცუდი თამაშის მიზეზებზე ისაუბრა

"ახლა მისი გაკრიტიკება არ შეიძლება", - გარი ნევილმა ჯეიდონ სანჩოს ცუდი თამაშის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 18 ოქტ 2021, 16:43

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მცველმა, გარი ნევილმა, გუნდის ახალწვეული ჯეიდონ სანჩო კრიტიკოსებისგან დაიცვა.

„ამჟამად სანჩო - გუნდის თამაშის მსხვერპლია. ასეთი ფეხბურთელი უფრო დალაგებულ გუნდში უნდა მოდიოდეს, ის კი მხოლოდ თავისი ადგილის ძიებაშია.

ჩემი აზრით, რომ რამდენიმე კვირის წინ, „ევერტონთან“ მან არც ისე ცუდად ითამაშა, მაგრამ ახლა მისი გაკრიტიკება ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება.

რა თქმა უნდა, როცა „იუნაიტედი“ ფეხბურთელს დიდი ფულის სანაცვლოდ იმატებს, მისი კრიტიკა იწყება, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ მის ყურადღებას გაფანტავს. საჭიროა ბალანსი გამოიძებნოს. სანჩო, ფერნანდეში, პოგბა, რონალდუ და გრინვუდი ერთ გუნდში...

სამმა ან ოთხმა ფეხბურთელმა უნდა იმუშავოს ისე, როგორც არასდროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს „ემიუ“ დიდი გუნდების დამარცხებას.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Mirror.

გასულ ზაფხულს „ბორუსია დორტმუნდიდან" „მან იუნაიტედში" 85 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ, სანჩომ „წითელ ეშმაკებში" 10 მატჩი ჩაატარა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.