ავტორიზაცია

იანვარში ჩელსი კუნდეს მიუბრუნდება, მაგრამ სერიოზული კონკურენტი ეყოლება

იანვარში ჩელსი კუნდეს მიუბრუნდება, მაგრამ სერიოზული კონკურენტი ეყოლება
თარიღი 18 ოქტ 2021, 17:04

„სევილიას“ ფრანგი მცველი ჟულ კუნდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

El Nacional-ის ინფორმაციით, მანკუნიანური გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა, ლონდონის „ჩელსის“ კუნდეს შეძენაში კონკურენცია გაუწიოს.

მთელი გასული ზაფხულის მანძილზე იწერებოდა, რომ 22 წლის კუნდეს შეძენით „ჩელსი“ ინტერესდებოდა, თუმცა ლონდონელებმა მასში 90 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს. 

„პენსიონერების“ ხელმძღვანელობა აპირებს, რომ „სევილიასთან“ მოლაპარაკებები უკვე ზამთარშივე განაახლოს, მაგრამ ახლა უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესიც გამოჩნდა, რაც ანდალუსიური გუნდის მდგომარეობას გაამყარებს და მათ ფასის შემცირება კიდევ უფრო მეტად არ ენდომებათ.

პრესაში იწერებოდა მადრიდის „რეალის“ ინტერესზეც, თუმცა როგორც ზემოთხსენებული წყარო ამბობს, ფრანგი „სამეფო კლუბში“ გადასვლაზე არ ფიქრობს და საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს.

„სევილიაში“ კუნდე 2019 წლიდან თამაშობს, იქამდე კი „ბორდოს“ ღირსებას იცავდა.