"წამითაც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს რეალური იყო", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს ჩაშლილ ტრანსფერზე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ფაბიო და სილვამ, რომელიც ამჟამად ფრანგულ „ნანტში“ ასპარეზობს, კრიშტიანუ რონალდუს გუნდში დაბრუნებაზე ილაპარაკა.
გასულ ზაფხულს, პრესა რონალდუს ხან „ბარსელონას“ უკავშირდება, ხანაც „მანჩესტერ სიტის“, სადაც გადასვლასთან ის ახლოს „იუნაიტედში“ დაბრუნებამდე იყო.
„ვერ წარმომედგინა, რომ რონალდუ შეიძლებოდა „მან სიტიში“ ან „ბარსელონაში“ გადასულიყო. როცა ამის შესახებ მითხრეს, უბრალოდ ვერ ვიჯერებდი.
პედრო, რომელიც ჩემთან ერთად „ნანტში“ თამაშობს, მითხრა - მან სიტიმ რონალდუსთან კონტრაქტი პრაქტიკულად შეათანხმო. მე კი ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია. ამას ვერცერთი წამით ვერ დავიჯერებდი.
საქმე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიას ეხება და იმას, რაც მე რონალდუსთან ერთად გატარებულ ორ წელიწადში გავიგე. კრიშტიანუსთვის „მანჩესტერ სიტიში“ თამაში რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ის „მან.იუნაიტედის“ ისტორიას ძალიან უფრთხილდება.
იგივეს თქმა შემიძლია „ბარსელონაზეც“. ეჭვი მეპარება, რომ ის ასეთ დიდ ისტორიას გასვრიდა.“ - ციტირებს ფაბიოს სიტყვებს ESPN.