ავტორიზაცია

VIDEO: "ჩემთვის ეს პენალტი არ არის", - ყოფილი მსაჯი ბარსას სასარგებლოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე

თარიღი 18 ოქტ 2021, 20:50

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა ლა ლიგის ეგიდით "ვალენსიასთან" (3:1) გამართულ მატჩში "ბარსელონას" სასარგებლოდ დანიშნული პენალტის ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების მსაჯმა, ხესუს ხილ მანსანომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ხელი 39-ე წუთზე გაიშვირა, როცა "ღამურების" მცველმა, ხოსე გაიამ "ბლაუგრანას" თავდამსხმელ ანსუ ფატის საჯარიმოში ჩაარტყა.

"ჩემთვის ეს პენალტი არ არის. ასეთი მომენტი VAR-მა არ უნდა გაარჩიოს. მესმის, რატომ დაუსტვინა ხილ მანსანომ: მცირე კონტაქტი იყო, მაგრამ ჩემთვის ეს თერთმეტმეტრიანის დასანიშნად საკმარისი არ არის".

"ვფიქრობ, პენალტის დასანიშნად დარღვევა ძალიან მკაფიო, უდავო უნდა იყოს", - ციტირებს ყოფილი არბიტრის სიტყვებს AS-ი.

ცნობისთვის, "ვალენსიას" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი კატალონიელთა თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ ზუსტად შეასრულა.