ავტორიზაცია

VIDEO: სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა — ოქრიაშვილმა აპოელის მაისურით ულამაზესი ჯარიმა გაიტანა!

თარიღი 18 ოქტ 2021, 21:18

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, თორნიკე ოქრიაშვილის "აპოელი" შინაურ კედლებში "აჩნასს" მასპინძლობს და მინიმალური ანგარიშით ამარცხებს.

პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, ანგარიში სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გახსნა.

ოქრიაშვილმა მეტოქის კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო - აღსანიშნავია, რომ ეს გოლი თორნიკესთვის "აპოელის" მაისურით სადებიუტოა.