ავტორიზაცია

ბარსელონას პრიორიტეტული სამიზნე ჰოლანდია, თუმცა სათადარიგო ვარიანტიც შერჩეულია

ბარსელონას პრიორიტეტული სამიზნე ჰოლანდია, თუმცა სათადარიგო ვარიანტიც შერჩეულია
თარიღი 18 ოქტ 2021, 23:12

"სოსიედადის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ალექსანდერ ისაკმა კარიერა შესაძლოა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

როგორც ესპანელმა ჟურნალისტმა, სიკე როდრიგესმა Cadena SER-ზე Carrusel Deportivo-ს ეთერში თქვა, შეტევის გასაძლიერებლად "ბარსას" მთავარი სამიზნე "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი ფეხბურთელის შეძენა ვერ მოხერხდება, კატალონიური გრანდი ისაკის ხელში ჩაგდებას ეცდება.

მიმდინარე სეზონში 22 წლის შვედმა შემტევმა "სოსიედადის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ისაკის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს და ბასკურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.