ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი ემირეიტსზე — არსენალი კრისტალ პალასთან მარცხს 95-ე წუთზე გადაურჩა

თარიღი 19 ოქტ 2021, 01:06

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "არსენალმა" ლონდონურ დერბიში "კრისტალ პალასს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება შედეგიანი ფრით დასრულდა - 2:2.

ანგარიში მატჩის დებიუტშივე, მე-8 წუთზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა და "მეთოფეები" დააწინაურა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.

"არწივებმა" 50-ე წუთზე კრისტიან ბენტეკეს ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, 73-ე წუთზე კი ოდსონ ედუარის გოლით წინ გავიდნენ.

"არსენალმა" მატჩის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მოახერხა - მეტოქის კარი ალექსანდრ ლაკაზეტმა აიღო.

ამ მატჩის შემდეგ, მიკელ არტეტას შეგირდები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ, "კრისტალ პალასი" კი 8 ქულით მე-14 პოზიციაზეა.