ავტორიზაცია

ბონუჩი: "შემეძლო ამ გუნდში გადასვლა, თუმცა თავმოყვარეობამ არ გამიშვა"

ბონუჩი: "შემეძლო ამ გუნდში გადასვლა, თუმცა თავმოყვარეობამ არ გამიშვა"
თარიღი 19 ოქტ 2021, 16:06

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ 10 წლის წინ მას სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადასვლა შეეძლო. იტალიელმა ერთი მიზეზის გამო გადაიფიქრა.

"10 წლის წინ, ზენიტში გადასვლა შემეძლო. კონტე იმ დროს ვერ მხედავდა იუვენტუსის შემადგენლობაში და შესაბამისად ჩემი წასვლა გუნდისთვის პრობლემა არ იქნებოდა.

დავიწყე სანქტ-პეტერბურგელებთან მოლაპარაკება და მივხვდი, რომ ამ გუნდში თავმოყვარეობა არ გამიშვებდა. საბოლოოდ, ტურინში დავრჩი", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს, "ბიანკონერი" სწორედ რუსულ გუნდს ეთამაშება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მასიმილიანო ალეგრის გუნდში მისი დაცვის ბურჯიც იქნება.