ავტორიზაცია

"იდეებით და სტილით გვარდიოლას დონეზე დგას", - დარიო სრნამ შახტარის ამჟამინდელი მწვრთნელი შეაქო

"იდეებით და სტილით გვარდიოლას დონეზე დგას", - დარიო სრნამ შახტარის ამჟამინდელი მწვრთნელი შეაქო
თარიღი 19 ოქტ 2021, 18:11

„შახტარის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად კლუბის დირექტორმა, დარიო სრნამ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი „მან სიტის“ დამრიგებელს, ხოსეპ გვარდიოლას შეადარა.

„ჩვენ ერთმანეთს იტალიაში შევხვდით. რობერტო იყო ჩვენი პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. მისი ფეხბურთი არაჩვეულებრივია, სათამაშო სტილი კი ტიკი-ტაკას ჰგავს.

გვარდიოლა ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიც „მან სიტი“, „ბაიერნი“ და „ბარსელონაა“. დე ძერბი ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომ დონეზე იდგა, თუმცა მასაც მსგავსი იდეები აქვს.

ის ახალგაზრდაა, მოწყურებული და ამბიციური. რობერტოს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ მან „შახტარი“ აირჩია. სათამაშო სტილითა და საფეხბურთო იდეებით, ის გვარდიოლას დონეზე იმყოფება.“ - ციტირებს სრნას სიტყვებს AS.

დღეს, 19 ოქტომბერს, შახტარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.