ავტორიზაცია

"უპირატესობები აშკარა მგონია", - ინფანტინომ აღნიშნა, თუ რატომ სჯობს მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება

"უპირატესობები აშკარა მგონია", - ინფანტინომ აღნიშნა, თუ რატომ სჯობს მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება
თარიღი 19 ოქტ 2021, 18:46

51 წლის შვეიცარიელმა ფუნქციონერმა, ჯანი ინფანტინომ, რომელიც ამჟამად ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების უპირატესობები დაასახელა.

„ყოველ ორ წელს მუნდიალის ჩატარების უპირატესობები აშკარა მგონია. ეს არის უფრო მაღალი დონის შეჯიბრება, გუნდებს უფრო მეტის იმედი ექნებათ და სენსაციებიც მოიმატებს.

როცა გადაწყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა, 40 გუნდი იყო, ახლა კი 211-ა.

მინდინარეობს საუბრები ხუთი ქვეყნისგან ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე და თუ მსგავს შეჯიბრებს ყოველ წელს ჩავატარებთ, 20 წელიწადში მის ორგანიზატორებად 100 ქვეყანა მოგვევლინება.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ უახლოესი მუნდიალი 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, თანაც ისტორიაში პირველად - ყატარში.