ცნობილი გახდა მიზეზი, რომლის გამოც კონტემ ნიუკასლის მრავალმილიონიანი შემოთავაზება უარით გაისტუმრა
„იუვენტუსის“, „ინტერის“ და „ჩელსის“ ყოფილმა მცველმა, ანტონიო კონტემ, ახლახანს გამდიდრებული „ნიუკასლის“ ჩაბარებაზე უარი თქვა.
ამის შესახებ AreaNapoli-ს ჟურნალისტი, ფაბიო სანტინი იტყობინება.
„ანტონიო კონტემ „ნიუკასლის“ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან სარფიანი შემოთავაზება გაისტუმრა უარით. რატომ? ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ზარს ელოდება.“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, „ნიუკასლი“ ოფიციალურად შეიძინა საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა, რომლის ბიუჯეტიც 300 მილიარდ ევროს აღემატება.
ამიერიდან, „კაჭკაჭებს“ ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავთ.
2021 წელს კონტეს „ტოტენჰემი“ ეპატიჟებოდა, თუმცა იტალიელმა მათაც უარი უთხრა და როგორც მოგვიანებით აღიარა, ლონდონური გუნდის პროექტი არასაკმარისად ამბიციური მოეჩვენა.
ამჟამად, კონტესთან ერთად, „ნიუკასლში“ სტივ ბრიუსის შეცვლის მთავარ კანდიდატად რობერტო მარტინესი, სტივენ ჯერარდი და უნაი ემერი მოიაზრებიან.