ავტორიზაცია

მანჩესტერული გრანდები "ახალი ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის" ზაფხულში იბრძოლებენ

მანჩესტერული გრანდები "ახალი ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის" ზაფხულში იბრძოლებენ
თარიღი 19 ოქტ 2021, 19:40

„რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელმა, ალექსანდრ ისაკმა კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

Fichajes.net-ის ინფორმაციით, ფეხბურთელებით ორივე მანჩესტერული კლუბი ინტერესდება.

ისაკის კანდიდატურით პირადად „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაინტერესდა. ამ ფეხბურთელის დამატებით მას გუნდში თავდამსხმელის პრობლემის აღმოფხვრა სურს.

თუმცა, „სიტი“ არ არის ერთადერთი, ვინც ისაკის გადაბირებას აქტიურად განიხილავს - „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამომავლოდ ისაკს კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრებს.

„სოსიედადში“ შვედი 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მან ყველაზე კარგად ხალხს თავი ევრო 2020-ზე წარუდგინა, როცა რამდენიმე სანახაობრივი მატჩი ჩაატარა.

ალექსანდრ ისაკს წარმოშობისა და სიმაღლის გამო ბავშვობიდან „ახალი ზლატან იბრაჰიმოვიჩის" სახელი შეერქვა.