ავტორიზაცია

აგუერო: "თუ ხვალ კიევს ვერ მოვუგეთ, ჩემპიონთა ლიგიდან თითქმის გავვარდებით"

აგუერო: "თუ ხვალ კიევს ვერ მოვუგეთ, ჩემპიონთა ლიგიდან თითქმის გავვარდებით"
თარიღი 19 ოქტ 2021, 21:29

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, „დინამო კიევთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

„უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ თუ ეს ვერ გავაკეთეთ, ჩემპიონთა ლიგიდან თითქმის გავვარდებით.

საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც მაქსიმუმის ჩვენებაში დაგვეხმარებიან.

„მანჩესტერ სიტიში“ კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რომ საუკეთესო ფეხბურთი მეჩვენებინა, გოლები გამეტანა და მატჩები მომეგო. იგივეს გამეორება მინდა აქაც.“ - აღნიშნა აგუერომ.

მატჩი „ბარსელონა“ – „დინამო კიევი“ ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გაიმართება. ორი მატჩის შემდეგ „ბარსა“ 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.