ავტორიზაცია

იკარდის ოჯახის სიგიჟეები გრძელდება - ვანდა ნარა გაშორებას ითხოვს, მაურო კი პსჟ-დან წასვლით იმუქრება

იკარდის ოჯახის სიგიჟეები გრძელდება - ვანდა ნარა გაშორებას ითხოვს, მაურო კი პსჟ-დან წასვლით იმუქრება
თარიღი 19 Oct 2021, 22:18

„პსჟ-ს“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის და მისი მეუღლის, ვანდა ნარას დაშორება ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად სალაპარაკო თემაა.

როგორც Marca იუწყება, ქალბატონი თავის პოზიციას ინარჩუნებს და ფეხბურთელს სასამართლოს გზით დაშორებას სთხოვს. ვანდამ „ინსტაგრამიდან“ იკარდისთან ერთად ყველა გადაღებული სურათი წაშალა და მეუღლე გამოწერილიც კი აღარ ჰყავს.

ფეხბურთელი შერიგების იმედს არ კარგავს და სოციალურ ქსელში ჯერ სთორიში დადო ვანდასთან ერთად ფოტო, შემდეგ კი დედების დღე მიულოცა, რომელსაც არგენტინაში აღნიშნავდნენ, თუმცა ამან ვერ იმუშავა.

არგენტინული პრესა იუწყება, რომ ვანდა ნარამ იკარდის გაყრა ოფიციალურად სთხოვა, თუმცა ფეხბურთელმა მას „პსჟ-დან“ წასვლის მუქარით უპასუხა, რადგან ეს ფინანსურად აისახება მის მეუღლეზეც, რომელიც პარალელურად მისი აგენტიცაა, გამომდინარე იქიდან რომ მათ „პარიზთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებთ.

ყველაფერი კი მოდელ ჩინა სუარესს უკავშირდება, რომელთანაც ვანდა ნარას მაურო იკარდიმ უღალატა. ვანდამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სთორიც განათავსა, რომელზეც სუარესს მიმართა: „ბ*ზო, კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე.“