ავტორიზაცია

VIDEO: გამანადგურებელი გამარჯვება - სიტიმ სტუმრად ბრიუგე არ შეიმჩნია

თარიღი 19 ოქტ 2021, 22:41

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ბრიუგე“ გაანადგურა.

შეხვედრა სტადიონ „იან ბრეიდელზე“ გაიმართა და ინგლისელების გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში გვარდიოლას გუნდმა „ბრიუგეს“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა - კანსელუმ ანგარიში გახსნა, მაჰრეზმა კი სხვაობა ორამდე თერტმეტმეტრიანით გაზარდა.

მეორე ნახევარში უფრო მეტი გოლი გავიდა - ჯერ კაილ უოკერმა გამოიჩინა თავი, შემდეგ ახალგაზრდა პალმერმა. 81-ე წუთზე ვანაკენმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა სამ წუთში მაჰრეზმა დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„სიტიმ“ 6 ქულა დააგროვა და მინიმუმ „პსჟ-ს“ მატჩამდე ცხრილში გალიდერდა, „ბრიუგე“ კი 4 ქულით მესამე პოზიციას ინარჩუნებს.