ფოტო: "არანაირი თავის მართლება, მხოლოდ წინ!", - ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რონალდუმ გულშემატკივრებს მიმართა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგაზე „ატანალტასთან“ მატჩის წინ, გულშემატკივრებს მიმართა.
„ჩვენი დრო დგება! უნდა წარმოვაჩინოთ ის, რისგან ვართ შექმნილები.
ჩემპიონთა ლიგა - იდეალური ტურნირია მსოფლიოსთვის თავის საჩვენებლად. არანაირი თავის მართლება, მხოლოდ წინ!“, - წერს რონალდუ „ინსტაგრამში“.
„ატალანტასთან“ მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ხვალ, 20 ოქტომბერს, 23:00 საათზე გამართავს.