ავტორიზაცია

VIDEO: ვინიშოუ და განადგურებული შახტარი - რეალმა კლასიკოს წინ უკრაინაში გაილაღა

თარიღი 20 ოქტ 2021, 00:51

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „შახტარი“ გაანადგურა.

შეხვედრა კიევში სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა. 

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა - კრივცოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მადრიდული გრანდი დააწინაურა. 

შოუ კი „რეალმა“ მეორე ნახევარში დადგა, თანაც ვინისიუსის სახელობის - ბრაზილიელმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა (როდრიგოზე).

შეხვედრაში წერტილი კი 90-ე წუთზე კარიმ ბენზემამ დასვა, რომელმაც ამ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი შეაგდო. 

„რეალმა“ წინა სეზონში „შახტართან“ ორ მატჩში მარცხის გამო შური იძია, ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

24 ოქტომბერს, კარლო ანჩელოტის გუნდს „კამპ ნოუზე" კლასიკოს ჩატარება მოუწევს.