ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა ჯუზეპე მეაცაზე შერიფს ჰანდიკაპით მოუგო და რეალობაში დააბრუნა

თარიღი 20 Oct 2021, 00:53

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, მილანის "ინტერმა" ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლა.

შეხვედრა "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

ანგარიში 34-ე წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა და მილანელები დააწინაურა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.

მეტოქეებმა წონასწორობა 52-ე წუთზე სებასტიან ტილის ზუსტი დარტყმის აღადგინეს, მაგრამ ზუსტად 15 წუთში მილანელები უკვე წინ იყვნენ - 58-ე წუთზე ჯერ არტურო ვიდალმა შეაგდო, 67-ე წუთზე კი სტეფან დე ვრეიმ აიღო მეტოქის კარი და საბოლოო წერტილიც დასვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ინტერი" D ჯგუფში 4 ქულით მე-3 პოზიციაზეა, "შერიფი" კი 6 ქულით კვლავ პირველ ადგილს იკავებს.