ავტორიზაცია

VIDEO: 5 გოლი, გაძევება და საფეხბურთო შოუ მადრიდში! ლივერპულმა ვანდა მეტროპოლიტანოზე მოიგო

თარიღი 20 ოქტ 2021, 00:57

„ატლეტიკომ“ და „ლივერპულმა“ მადრიდში საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და „ლივერპულის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მე-8 და მე-13 წუთებზე გატანილი გოლებით „ლივერპული“ ორი ბურთით სწრაფად დაწინაურდა, თუმცა „ატლეტიკო“ არ დანებდა და პირველივე ტაიმში, გრიზმანის დუბლით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

თუმცა, თამაში „გაფუჭდა“ 52-ე წუთზე, როცა გრიზმანმა ფირმინოს წინააღმდეგ სერიოზულად იუხეშა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

VIDEO: დუბლის შემდეგ, საშინელი უხეშობა - გრიზმანის პირდაპირი წითელი ბარათი ლივერპულთან მატჩში

გამარჯვების გოლი კი მოჰამედ სალაჰმა 76-ე წუთზე შეაგდო, როცა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

„ლივერპულმა“ 9 ქულა დააგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, „ატლეტიკოს“ კი 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.