ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მესამე მარცხი - მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე პორტუსთანაც წააგო

თარიღი 20 ოქტ 2021, 00:58

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ეგიდით, "მილანი" გასვლით მატჩში "პორტუს" დაუპირისპირდა.

აღნიშნული შეხვედრა პორტუგალიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

მატჩი არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა და ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, ლუის დიასმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე "როსონერიმ" კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, საიდანაც მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ზუსტი.

ამ მარცხის შემდეგ, "მილანი" B ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა, ხოლო "პორტუ" 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.