VIDEO: უხვგოლიანი და მესის მიერ შემოტრიალებული მატჩი - პარიზმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „პსჟ-მ“ უხვგოლიან შეხვედრაში „ლაიპციგი“ დაამარცხა.
შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველ ტაიმში „პსჟ“ კილიან მბაპეს გოლით მე-9 წუთზე დაწინაურდა, თუმცა ანდრე სილვამ წონასწორობა 28-ე წუთზე აღადგინა და ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
57-ე წუთზე გერმანელები მუკიელეს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ საქმეში ლეო მესი ჩაერთო, რომელმაც 7 წუთში დუბლი მიითვალა და „პსჟ-ს“ მატჩი მოაგებინა.
მატჩის მიწურულს დუბლის გაფორმება კილიან მბაპესაც შეეძლო, თუმცა თავისი პენალტი კარის ჩარჩოშიც ვერ მოარტყა.
პარიზელებმა 3 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვეს და ცხრილს ლიდერობენ, „ლაიპციგი“ კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.