ავტორიზაცია

კვლავ ჩემპიონთა ლიგა - სიურპრიზებით სავსე საღამოს მოლოდინში

კვლავ ჩემპიონთა ლიგა - სიურპრიზებით სავსე საღამოს მოლოდინში
თარიღი 20 ოქტ 2021, 09:52

დღეს, 20 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20:45 და 23:00 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის დარჩენილი შეხვედრები. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

E ჯგუფი

ბენფიკა-ბაიერნი 23:00

ბარსელონა-დინამო კიევი 20:45

"ბენფიკასთან" საკუთარ კედლებში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა "ბაიერნისთვის" მსგავსი დამაფიქრებელი გარემოებები არ არსებობს. მიუნხენელები არიან ფავორიტები, ჯგუფში 6 ქულით ლიდერობაც დამსახურებულია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "რეკორდმაისტერის" ანგარიშზე 9 ქულა იქნება.

"ბარსელონა" - "დინამოს" სახით არის აუტსაიდერების ბრძოლა. კატალონიელებს ჯერ ერთი ქულაც არ აქვთ, კიეველებს კი ერთი. უკრაინელები ნამდვილად არ არიან მოწოდების სიმაღლეზე და აქედან გამომდინარე, ეს მატჩი "ბლაუგრანასთვის" პირველი ქულების აღების საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა.

F ჯგუფი

მანჩესტერი-ატალანტა 23:00

იანგ ბოიზი-ვილიარეალი 23:00

ჯგუფი, რომელშიც გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს და მესამე ტურმა წესით რამდენიმე კითხვასაც პასუხი უნდა გასცეს. "მანჩესტერი" ვერ ბრწყინავს, არც "ატალანტაა" ის, რაც ბოლო ორ სეზონში, ამ მატჩში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. სიურპიზების მიმართ სიყვარული "იუნაიტედთან" "იანგ ბოიზმაც" აჩვენა.

G ჯგუფი

ლილი-სევილია 23:00

ზალცბურგი-ვოლფსბურგი 20:45

კიდევ ერთი შედეგებით თანაბრად მიმავალი ჯგუფი, რომელშიც ლიდერი ამ დროისთვის არის "ზალცბურგი" (4 ქულა), აუტსაიდერი კი ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი "ლილი". "სევილიასა" და "ვოლფსბურგს" აქვთ 2-2 ქულა. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ ჯგუფში კიდევ უფრო არაფერია გადაწყვეტილი.

H ჯგუფი

ზენიტი-იუვენტუსი 23:00

ჩელსი-მალმიო 23:00

ჯგუფში ლიდერობს "იუვენტუსი", რომელმაც ჯერ დაამარცხა "მალმიო", შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი, "ჩელსი". ვნახოთ, რა შედეგით დაბრუნდებიან ტურინელები ცივი სანქტ-პეტერბირგიდან. ლონდონელები კი მიიღებენ შვედებს და უნდა ითქვას, რომ ეს არ არის დღევანდელი ტურის ის იშვიათი შემთხვევა, როცა გამოკვეთილი ფავორიტი აშკარად ჩანს.