ავტორიზაცია

"სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არ არის", - კლებერსონმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია

"სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არ არის", - კლებერსონმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი: 20 ოქტ 2021, 19:43

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, კლებერსონმა "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

"მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, მაგრამ სტაბილურად შესანიშნავია. უკვე დიდი ხანია ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებს".

"ნამდვილად არ არის ერთი სეზონის მოთამაშე და შემიძლია გავიგო, რატომ უწოდა კლოპმა მას ევროპაში საუკეთესო. სალაჰისთვის ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო არ არის".

"ამჟამად რთულია იმის გარკვევა, ვინ არის ნომერ პირველი, რადგან მე როგორც კლუბში თამაშს, ისევე ნაკრებში თამაშს ვაფასებ".

"ფეხბურთი მნიშვნელოვნად შეიცვალა. წლების მანძილზე რონალდუ და მესი გვყავდა, ზოგჯერ მათ ნეიმარიც უერთდებოდა, მაგრამ არავინაა ისეთი, ვინც მათ აჯობებს", - თქვა კლებერსონმა Paddy Power-თან საუბრისას.