ავტორიზაცია

სიმეონე მას შემდეგ, რაც კლოპისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა: "შემდეგ ნახვაზე მივესალმები"

სიმეონე მას შემდეგ, რაც კლოპისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა: "შემდეგ ნახვაზე მივესალმები"
თარიღი 20 ოქტ 2021, 20:32

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "ლივერპულთან" (2:3) გამართული მატჩის შემდეგ თავის საქციელზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ფინალური სასტვენის შემდეგ არგენტინელი უმალვე გასახდელისკენ გაეშურა, სანამ მერსისაიდელთა თავკაცი, იურგენ კლოპი მისკენ ხელის ჩამოსართმევად მიემართებოდა.

"როგორც წესი, მატჩის შემდეგ სხვა გუნდის მწვრთნელს ხელს არ ვართმევ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება საჭირო არ არის, როცა არ მომწონს. თამაშით ყოველთვის რჩება ვიღაც უკმაყოფილო".

"იქ სხვა კულტურაა და ამ ტრადიციას მხარს არ ვუჭერ. თუმცა, მომდევნო ჯერზე, როცა კლოპს ვნახავ, რა თქმა უნდა მივესალმები", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.