ავტორიზაცია

"არ ხართ ძალიან კარგი ადამიანი, მომხდარის გაბუქება გსურთ", - კლოპი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა

"არ ხართ ძალიან კარგი ადამიანი, მომხდარის გაბუქება გსურთ", - კლოპი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა
თარიღი 20 ოქტ 2021, 20:51

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" (3:2) გამართული მატჩის შემდეგ ინტერვიუ სწრაფად დაასრულა.

გერმანელი უკმაყოფილო დარჩა ესპანელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვით, რაც იმ ფაქტს უკავშირდებოდა, რომ მადრიდელთა დამრიგებელმა, დიეგო სიმეონემ მისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა.

– თამაშის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყავით. არ ვიცი, რაშია მიზეზი, ვფიქრობ, გახარებული უნდა იყოთ...

"მე ვიყავი გაბრაზებული?" 

– არ ვიცი, ხელის ჩამორთმევა გინდოდათ...

"იმდენად სულელი არ ვარ, რომ თქვენ ასეთი კითხვა დამისვათ. საერთოდ არ ვყოფილვარ გაბრაზებული".

"მისმინეთ, ამით მომხდარის გაბუქება გინდათ, ვხვდები, მაგრამ მე სიმეონესთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მას არ სურდა. შემიძლია გავიგო".

"ემოციურია, მეც ემოციური ვარ, აი თქვენ კი ძალიან კარგი ადამიანი არ ხართ, რადგან მომხდარის გაბუქება გსურთ".

"ამბობთ, რომ გაბრაზებული ვიყავი. როდის გავბრაზდი? ახლა გავბრაზდი, ამ კითხვის გამო", - თქვა კლოპმა და ინტერვიუ დაამთავრა.