ავტორიზაცია

VIDEO: 7 გოლი, პოკერი და გოლების წვიმა მოსკოვში! ლესტერმა სპარტაკი თრილერში დაამარცხა

თარიღი: 20 ოქტ 2021, 22:12

ევროპა ლიგის ნაადრევად ჩატარებული ჯგუფური ეტაპის მატჩში, ერთმანეთს მოსკოვის „სპარტაკი“ და „ლესტერი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა მოსკოვში, „ოტკრიტიე არენაზე“ გაიმართა და ინგლისური გუნდის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

„ლესტერის“ შემადგენლობაში პოკერი (!) პატრონ დაკამ გაიფორმა და თავის გუნდს ჯგუფში პირველი გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით „ლესტერმა“ „სპარტაკს“ გადაუსწრო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა პირველზე კი ლეგიაა, რომელსაც 2 მატჩში 6 ქულა აქვს.