ავტორიზაცია

VIDEO: ნანატრი გამარჯვება! ბარსელონამ კამპ ნოუზე დინამო კიევი პიკეს გოლით დაამარცხა

თარიღი 20 ოქტ 2021, 22:38

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ შინ „დინამო კიევი“ დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბას პასით გაიტანა და „ბარსასთვის“ ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

„ბარსელონამ“ 3 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, „კიევი“ კი 1 ქულით ბოლო ადგილზე ჩამოვარდა.