ავტორიზაცია

მორიგი რეკორდი! კრიშტიანუ რონალდუმ იკერ კასილასი ჩამოიტოვა

მორიგი რეკორდი! კრიშტიანუ რონალდუმ იკერ კასილასი ჩამოიტოვა
თარიღი 20 ოქტ 2021, 23:18

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატალანტას“ მასპინძლობს.

ინგლისური კლუბის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, აღნიშნული შეხვედრა სასტარტო შემადგენლობში დაიწყო.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ეს ევროთასებზე 187-ე მატჩია და ამ შედეგით, მან „რეალის“ ლეგენდარული მეკარე, იკერ კასილასი ჩამოიტოვა, რომელიც აქამდე 186 მატჩით ერთპიროვნული რეკორდსმენი იყო.

183 მატჩი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა (კვალიფიკაციის ჩათვლით), ორ-ორი კი უეფას თასზე და უეფას სუპერთასზე.

ამ მომენტისთვის, „ატალანტა" „ოლდ ტრაფორდზე" 1:0-ს იგებს.