VIDEO: ბენფიკამ დიდხანს გაქაჩა, მაგრამ მაინც განადგურდა - შედეგი, რომელიც ბარსელონას წისქვილზე ასხამს წყალს
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად „ბენფიკა“ გაანადგურა.
შეხვედრა ლისაბონში, „ესტადიო და ლუჟზე“ გაიმართა და გერმანული გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
ოთხივე გოლი „ბაიერნმა“ მეორე ნახევარში გაიტანა - ანგარიში 70-ე წუთზე ლეროი სანემ გახსნა და ამის შემდეგ, გერმანელები შეუჩერებელნი გახდნენ.
მე-80 წუთზე ევერტონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, კიდევ ორ წუთში თავი ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, 85-ზე კი საბოლოო ანგარიში ლეროი სანემ დააფიქსირა.
„ბაიერნმა“ 9 ქულა დააგროვა და გუნდი ამ ჩემპიონთა ლიგაზე გოლგაუშვებლად 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზე „ბენფიკაა“ 4 ქულით, მესამეზე კი „ბარსელონა“ - სამით.