ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ევროთასებზე ქართველი ლეგიონერები ბრუნდებიან

რას ვუყუროთ დღეს? - ევროთასებზე ქართველი ლეგიონერები ბრუნდებიან
თარიღი 21 ოქტ 2021, 10:21

დღეს, 21 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20:45 და 23:00 საათებზე ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შეხვედრები გაიმართება. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

პირველ რიგში გამოსარჩევია ქართველი ლეგიონერების განრიგი - გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავასა და ნიკა ნინუას "ანორთოსისი" "ფლორას" მიიღებს. თემურ ქეცბაიას გუნდი ფავორიტად მოიაზრება.

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" მიიღებს "პაოკს", ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მიიღებს "რეალ სოსიედადს", გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ესტუმრება "პარტიზანს", ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას "სლოვანი" კი "ლინკოლნს" მიიღებს.

აგრეთვე გამოსარჩევია "ლაციოსა" და "მარსელის" ცენტრალურ შეხვედრად შერაცხული დაპირისპირება. დღეს აგრეთვე ვიხილავთ "ნაპოლის", "რომას", "ტოტენჰემს" და ბევრ სხვა საინტერესო გუნდს.

20:45 - ლაციო-მარსელი

20:45 - ბეტისი-ლევერკუზენი

20:45 - ვიტესი-ტოტენჰემი

20:45 - ბოდო გლიმტი-რომა

20:45 - კოპენჰაგენი-პაოკი

20:45 - ანორთოსისი-ფლორა

23:00 - ნაპოლი-ლეგია

23:00 - პსვ-მონაკო

23:00 - ვესტ ჰემი-გენკი

23:00 - შტურმი-სოსიედადი

23:00 - აინტრახტი-ოლიმპიაკოსი

23:00 - სპარტა-ლიონი

23:00 - პარტიზანი-გენტი

23:00 - სლოვანი-ლინკოლნი