ავტორიზაცია

"კანკავას და კაშიას გარეშე სლოვანი ვერ წარმომიდგენია" - ვაისი ქართველებზე

"კანკავას და კაშიას გარეშე სლოვანი ვერ წარმომიდგენია" - ვაისი ქართველებზე
თარიღი 21 ოქტ 2021, 12:11

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ბრატისლავის სლოვანი გიბრალტარის ლინკოლნს დაუპირისპირდება.

GOAL.GE-ს ჟურნალისტი, საბა საპანაძე ახლა ბრატისლავაში იმყოფება და მატჩის წინ ვლადიმირ ვაისს ქართველ ფეხბურთელების, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას მზადყოფნაზე კითხა.

"ჯაბა და გურამი მზად არიან ლინკოლნთან თამაშისთვის. ორივე მაგარი ბიჭია, დიდი გამოცდილებით. არ შემიძლია წარმოვიდგინო სლოვან ბრატისლავა კანკავას და კაშიას გარეშე," - გვიპასუხა ვლადიმირ ვაისმა კითხვაზე.

სლოვან ბრატისლავასა და ლინკოლნის მატჩი 21 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.