ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომელმაც რეალის და ინტერის კარი ულამაზესი დარტყმებით აიღო - რუსეთში მას ხელფასს არ უხდიდნენ

ფეხბურთელი, რომელმაც რეალის და ინტერის კარი ულამაზესი დარტყმებით აიღო - რუსეთში მას ხელფასს არ უხდიდნენ
თარიღი 21 ოქტ 2021, 15:30

სებასტიენ ტილი - ტირასპოლის "შერიფის" შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყუმბარისებული დარტყმით ჯერ მადრიდის "რეალის" კარი აიღო, შემდეგ კი მილანის "ინტერისაც".

ლუქსემბურგელი ფლეიმეიქერი მოლდოვაში თამაშობს განათხოვრების წესით, ის ნიდერკორნის "პროგრესის" საკუთრებაა, კლუბის, რომელმაც ფეხბურთელი გასულ სეზონში რუსეთში გაუშვა.

დიახ, "შავ-ყვითლების" გამთამაშებელმა ხანმოკლე პერიოდი გაატარა აუტსაიდერ "ტამბოვში", რომელსაც მოგვიანებით ტოტალიზატორთან კავშირში დასდეს ბრალი.

რუსულ კლუბში იყო ფინანსური კრიზისი, რის გამოც ფეხბურთელები რჩებოდნენ ხელფასების გარეშე, მათ შორის 27-წლის ჰავბეკიც, რომელიც იმ პერიოდს უარყოფითად იხსენებს:

"ტამბოვში გავატარე ოთხი თვე, ვთამაშობდი ხელფასის გარეშე. ძალიან მძიმეა, როდესაც გადიხარ მოედანზე, შენი კლუბი კი ფულის გარეშე გტოვებს. უბედური ვიყავი, ხელფასი არცერთხელ არ მომცეს.

ამის გარდა, კლუბს არ ჰქონდა შესაფერისი სტადიონი, რის გამოც თამაში სხვა ქალაქში გვიწევდა. ავტობუსით მგზავრობა ხუთ საათს გრძელდებოდა", - იხსენებს "შერიფის" 31-ე ნომერი.

ტილი შენიშნიეს ტირასპოლელებმა და როგორც ვხედავთ, კარიერის რეანიმირება მან შეძლო. კიდევ ერთი კარგი საქმე ვაჟა თარხნიშვილისა და იური ვერნიდუბისგან.

VIDEO: შერიფის ზღაპარი გრძელდება! ტილის ულამაზესი ჯარიმა ინტერის კარში