ავტორიზაცია

კუმანის ნაცვლად ხავი - რამდენად რეალურია ეს ცვლილება?

კუმანის ნაცვლად ხავი - რამდენად რეალურია ეს ცვლილება?
თარიღი 21 Oct 2021, 16:10

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ყატარული "ალ სადის" მთავარ მწვრთნელ ხავი ერნანდესთან კონტაქტი განაახლა.

კლუბში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლაპორტას კამპანიის შემდეგ, მათ შორის ურთიერთობა გაცივდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ლაპორტამ და ხავიმ ლაპარაკი დაიწყეს.

"ბლაუგრანას" პრეზიდენტმა "ბარსას" ექს-ფეხბურთელს დაუდასტურა, რომ კატალონიელთა ამჟამინდელ თავკაცს, რონალდ კუმანს მეორე შანსი მისცეს და ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც განუმარტა, იტყობინება Catalunya Radio.

ამ დროისთვის, ლაპორტა და მისი გარშემომყოფები დარწმუნებულნი არიან, რომ სათანადო მოთმინებითა და ტრავმირებული ფეხბურთელების სწრაფად დაბრუნების შემთხვევაში, კუმანის "ბარსა" განვითარდება და ტიტულებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, ხავიმ "ბლაუგრანას" რიგები 2015 წელს დატოვა და "ალ სადს" შეუერთდა, სადაც 2019 წლიდან მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.