ავტორიზაცია

3 გუნდი, რომელშიც შესაძლოა პოგბა ვიხილოთ

3 გუნდი, რომელშიც შესაძლოა პოგბა ვიხილოთ
თარიღი 21 ოქტ 2021, 16:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერენ ბრიტანულ მედიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფრანგის აგენტმა, მინო რაიოლამ მადრიდის "რეალს" 2022 წლის ზაფხულისთვის ფეხბურთელის დამატება შესთავაზა.

როგორც აღინიშნება, თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სურს, რომ შობამდე გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

აქამდე დაიწერა, რომ გარდა "რეალისა", რაიოლა "ბარსელონას" ვარიანტსაც განიხილავს და ორივე გრანდის პრეზიდენტის პოზიციას მოისმენს, შემდეგ კი აუქციონს მოაწყობს.

მიმდინარე სეზონში პოგბამ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.Transfermarkt-ის ვერსიით, "ეშმაკუნების" ფრანგი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.