VIDEO: "ჯამბაზების დაჯგუფება", - გრიზმანის მამამ მსაჯების მუშაობა იბრაჰიმოვიჩის ყვითელი ბარათის მაგალითზე გააკრიტიკა
„ატლეტიკო მადრიდის“ თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მამამ, ალენ გრიზმანმა, „ლივერპულთან“ მატჩში მისი შვილის მიერ მიღებული წითელი ბარათი შეაფასა.
ანტუანმა თამაშის წესი რობერტო ფირმინოს წინააღმდეგ უხეშად დაარღვია და პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფოლისთვის, „პორტუსთან“ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაიძვრინა.
„ყვითელი ზლატანს და წითელი გრიზმანს. ჯამბაზების დაჯგუფება.“ - წერს ალენი „ინსტაგრამში“ და პოსტს იბრაჰიმოვიჩის დარღვევის სურათიც დაურთო.
რამდენიმე წუთში, ანტუანის მამამ პოსტი წაშალა.
აღნიშნულ შეხვედრაში გრიზმანმა დუბლი მიითვალა, თუმცა „ატლეტიკო“ მარცხს ვერ გადაურჩა - 2:3.
ზლატანის დაჯარიმება: