ავტორიზაცია

მბაპე: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და პსჟ-ში პენალტებს ის შეასრულებს, წერტილი"

მბაპე: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და პსჟ-ში პენალტებს ის შეასრულებს, წერტილი"
თარიღი 21 ოქტ 2021, 20:59

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგთან" (3:2) გამართულ მატჩში დანიშნული პირველი პენალტი ლიონელ მესიმ.

"ეს ნორმალურია, საქმე პატივისცემას ეხება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ის, რომ ჩვენთან ერთად თამაშობს - პრივილეგიაა, ამას ყოველთვის ვამბობდი. თუ პენალტი დაინიშნება, ის შეასრულებს, წერტილი".

"მეორე თერთმეტმეტრიანის ეპიზოდში მითხრა: "დაარტყი". მატჩის მიწურული იყო, პენალტი დამითმო და მე შევასრულე", - ციტირებს 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს L’Équipe.

შეგახსენებთ, მესიმ პენალტი აღნიშნული დაპირისპირების 74-ე წუთზე გაიტანა და პარიზელები წინ გაიყვანა - 3:2.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი "პსჟ"-ს სასარგებლოდ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მბაპემ არაზუსტად შეასრულა.