ავტორიზაცია

"კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს ვართ", - ნედვედი დიბალას მომავალზე

"კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს ვართ", - ნედვედი დიბალას მომავალზე
თარიღი 21 ოქტ 2021, 21:45

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა გუნდის თავდამსხმელის, პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ტურინელთა 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.

"იმედი გვაქვს, რომ "ინტერთან" ითამაშებს. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს ვართ და ეს გვახარებს".

"პაულო ძალიან მალე მზად იქნება, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - ციტირებს ნედვედის სიტყვებს Calciomercato.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა დიბალას "იუვენტუსთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.