VIDEO: ნამდვილი შოკი ნორვეგიიდან — მოურინიოს რომა ბოდო გლიმტთან 1:6 გაცამტვერდა!
ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, "რომა" შვედურ "ბოდო გლიმტს" ეწვია.
ყველასათვის მოულოდნელად, ჟოზე მოურინიოს შეგირდები ანგარიშით 1:6 განადგურდნენ.
რომაელებს "ბოდო გლიმტის" ფორვარდმა, ერიკ ბოტჰეიმმა ჰეთ-თრიქი შეუსრულა, მეტოქის კარი მან მე-8, 52-ე და მე-80 წუთებზე აიღო.
"რომას" პატრიკ ბერგმა (მე-20 წუთზე), ოლა სოლბაკენმა (71-ე წუთზე) და ამალ პელეგრინომაც (78-ე წუთზე) გაუტანეს.
იტალიური გრანდის მხრიდან ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე კარლეს პერესმა შეაგდო.
ამ მარცხის შემდეგ, "რომა" კონფერენს ლიგის ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო "ბოდო გლიმტი" 7 ქულით ლიდერია.
ვიდეომიმოხილვა