ავტორიზაცია

VIDEO: ტოტენჰემი კონფერენს ლიგაზე ვიტესთან სტუმრად მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

VIDEO: ტოტენჰემი კონფერენს ლიგაზე ვიტესთან სტუმრად მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
თარიღი 21 ოქტ 2021, 22:58

ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემი" არნემის "ვიტესს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, შეხვედრაში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე არნემელთა მცველმა, მაქსიმილიან ვიტეკმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ "დეზებმა" მეტოქის კარისკენ 7-ჯერ დაარტყეს, საიდანაც ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

ამ მარცხის შემდეგ, "ტოტენჰემი" თავის ჯგუფში 4 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ხოლო "ვიტესი" 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ვიდეომიმოხილვა