VIDEO: შედეგიანი ფრე სევილიაში — ევროპა ლიგაზე ბეტისი და ლევერკუზენი ერთმანეთს დაუზავდნენ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, "ბეტისმა" შინაურ კედლებში "ლევერკუზენს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში 75-ე წუთზე ანდალუსიელთა ფორვარდმა, ბორხა იგლესიასმა გახსნა, რომელმაც "ფარმაცევტების" კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა.
მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - 82-ე წუთზე რობერტ ანდრიჩმა გაიტანა.
ამ მატჩის შემდეგ, "ბეტისი" და "ლევერკუზენი" პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, მათ აქტივში 7-7 ქულაა, თუმცა უკეთესი ბურთების შეფარდების ხარჯზე ლიდერი გერმანული კლუბია.
ვიდეომიმოხილვა