ავტორიზაცია

"გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს", - ანჩელოტის აზრით, ოქროს ბურთს მისი შეგირდი იმსახურებს

"გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს", - ანჩელოტის აზრით, ოქროს ბურთს მისი შეგირდი იმსახურებს
თარიღი 21 ოქტ 2021, 23:36

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

"ახლა მას ლიდერული თვისებები უფრო გამოხატული აქვს, უფრო ძლიერი ხასიათით. ეს მატჩების დროსაც შესამჩნევია და მოედნის ფარგლებს გარეთაც. გრძნობს, რომ მნიშვნელოვანია და ეს აბსოლუტურად მართალია. გაგვიმართლა, რადგან გუნდში ასეთი ოსტატობის მქონე ლიდერი გვყავს".

"ბენზემა ლიდერია. სხვებს მაგალითს აძლევს, არა მხოლოდ სიტყვით", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

– როგორ ფიქრობთ, ბენზემა "ოქროს ბურთს" მოიგებს?

"არ ვიცი, აიღებს თუ არა კარიმი ამ ჯილდოს. ეს არც მასზე და არც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს იმ შეფასებებზეა დამოკიდებული, რომლებსაც სხვა ადამიანები მისცემენ".

"ვფიქრობ, ბენზემამ თავისი თამაშით "ოქროს ბურთი" გასულ წელსაც და ახლაც დაიმსახურა", - დასძინა ანჩელოტიმ.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.