ავტორიზაცია

"ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული მატჩი", - ანჩელოტიმ კლასიკოს რამდენიმე წყვილი შეადარა

"ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული მატჩი", - ანჩელოტიმ კლასიკოს რამდენიმე წყვილი შეადარა
თარიღი 22 ოქტ 2021, 12:39

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის ეგიდით "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"განსაკუთრებული მატჩია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული მატჩი, მაგალითად, "ინტერი" - "მილანი", "ჩელსი" - "ტოტენჰემი", "ბაიერნი" - "დორტმუნდი", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს მადრიდული გრანდის ოფიციალური საიტი.

"კლასიკო" ესპანეთისთვისაა განსაკუთრებული შეხვედრა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფანებისთვის. ჩვეულებრივი თამაში არ არის. მზადების ჩემი ხერხი მაქსიმალური სიმშვიდე და მაქსიმალური კონცენტრაციაა".

"ბარსელონა" ბრუნდება. გუნდს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეტაპობრივად იბრუნებს თავის სახეს და უკეთესი ხდება", - დასძინა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "რეალი" "ბარსელონას" კვირას, 24 ოქტომბერს ესტუმრება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს.